logo
ENG



თურქეთმა საქართველოს მედიკამენტები, სუნთქვის აპარატები და PCR ტესტები გადმოსცა

13 ოქტ 202020:24
3 წუთის საკითხავი
 
gytfy390ei41ljf.jpg

თურქეთმა საქართველოს სამედიცინო აღჭურვილობა, მედიკამენტები, სუნთქვის აპარატები, PCR სადიაგნოსტიკო ტესტები და ინდივიდუალური დაცვის საშუალებები საჩუქრად გადმოსცა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დონაცია მიზნად ისახავს საქართველოს მოსახლეობის, განსაკუთრებით კი რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ადამიანების დახმარებას კორონავირუსის პანდემიის დროს.

"აღნიშნული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როცა პანდემიის პირობებში ჰუმანიტარული მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. შესაბამისად, ჰუმანიტარული ტვირთის დიდი ნაწილი მოხმარდება სწორედ იმ ადამიანების საჭიროებებს, ვინც რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული კონფლიქტის შედეგადაა დაზარალებული", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 12 841 შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსისგან განიკურნა 6867 ადამიანი, 102 კი გარდაიცვალა. ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 5 590 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836. 1 393 პაციენტი კოვიდ სასტუმროებში მკურნალობს.


close დახურვა