logo
ENG



თურქეთმა სირიის ჩრდილოეთით სამხედრო ოპერაცია დაიწყო

08 ოქტ 201915:51
3 წუთის საკითხავი
 
y7effoez1ts9llh.jpg

თურქეთმა მორიგი სამხედრო ოპერაცია ამჯერად სირიის ჩრდილოეთით დაიწყო. ავიადარტყმების სამიზნე ჰასაკას პროვინციაში ქურთი მებრძოლების პოზიციები გახდა. შეტევის დაწყებამდე რეგიონიდან შეერთებულმა შტატებმა 50-კაციანი ქვედანაყოფი გაიყვანა.

შესაბამისი ბრძანება ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასცა, რის გამოც ის დემოკრატებმაც და თანაპარტიელებმაც გააკრიტიკეს.

მოგეხსენებათ, ქურთული დაჯგუფებები აისისისთან ბრძოლაში ამერიკელების დასაყრდენ ძალას წარმოადგენდა, თურქეთი კი მათ ტერორისტებად მიიჩნევს.

ოპერაციის დაწყების შემდეგ დონალდ ტრამპმა თურქეთი გააფრთხილა და თუ მისი ქმედებები რეგიონში ზღვარს გადავა, ეკონომიკის სრული განადგურებით დაემუქრა:

„როგორც მე ერთხელ უკვე განვაცხადე და ახლა კიდევ გავიმეორებ, რომ თურქეთი თუ ისეთ რამეს გააკეთებს, რომელიც გადავა ყველანაირ საზღვრებს, მთლიანად გავანადგურებ და ჩამოვშლი თურქეთის ეკონომიკას, რაც ერთხელ უკვე გავაკეთე“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

 


close დახურვა