logo
ENG



თურქეთმა ღაზის დასახმარებლად, ეგვიპტეში სამედიცინო პერსონალი და მედიკამენტები გააგზავნა

22 ოქტ 202318:45
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/22/7er9ennorzh6r7p.png

თურქეთმა ღაზის სექტორის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების ფარგლებში, ეგვიპტეში სამედიცინო პერსონალი და მედიკამენტები გააგზავნა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი, ფაჰრეთინ კოჩა ავრცელებს.

"ჩვენი თვითმფრინავი აფრინდა, რათა ღაზის სექტორს დაეხმაროს. საპრეზიდენტო თვითმფრინავი სავსეა მედიკამენტებითა და სამედიცინო ინვენტარით, ასევე, ბორტზე იმყოფება 20 ექიმი. ისინი ანკარადან ეგვიპტეში გაემგზავრნენ", - წერს კოჩა.

***

21 ოქტომებრს, რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა და ღაზაში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. CNN წერს, რომ მას შემდეგ, რაც 20 სატვირთო ღაზის სექტორში გადავიდა, გამშვები პუნქტი დაიკეტა.

19 ოქტომბერს ჯო ბაიდენი ეგვიპტის პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა და მოგვიანებით ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეგვიპტე რაფაჰის გამშვები პუნქტის გახსნას დათანხმდა. მან თქვა, რომ ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების 20 სატვირთო მანქანა შევიდოდა, თუმცა დამატებითი დეტალების შესახებ არ უსაუბრია.

მანამდე ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ხელს არ შეუშლიან ეგვიპტის ტერიტორიიდან ღაზის სექტორის მიმართულებით ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ ეს ისრაელის ტერიტორიიდან მანამ არ განხორციელდება, სანამ ჰამასი ყველა მძევალს არ გაათავისუფლებს.


close დახურვა