logo
ENG



თურქეთმა ჩრდილოეთ ერაყსა და სირიაში ქურთისტანის მუშათა პარტიის პოზიციებზე იერიში მიიტანა

24 დეკ 202313:54
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/24/l4zj4s0mj5x6wx4.jpg

თურქეთმა ჩრდილოეთ ერაყსა და სირიაში ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) პოზიციებზე იერიში მიიტანა. 

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამხედრო ოპერაცია ჩრდილოეთ ერაყსა და სირიაში დილის 10 საათზე ჩატარდა. უწყების ინფორმაციით, გაანადგურეს PKK-ის სამხედრო ბაზები, თავშესაფრები და ნავთობის საცავები. 

გუშინ, 23 დეკემბერს თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ბოლო 2 დღის განმავლობაში PKK-ის თავდასხმებს 12 თურქი სამხედრო ემსხვერპლა. 


close დახურვა