თურქეთმა ჩრდილოეთ სირიაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი კიდევ 150 საათით გაახანგძლივა. შეთანხმებას ქვეყნის პრეზიდენტებმა მიაღწიეს და შესაბამის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მოლაპარაკებები სოჭში, რეჯეფ თაიპ ერდოღანსა და ვლადიმირ პურტინს შორის თითქმის 7 საათი გრძელდებოდა. საგანგებო პრეს-კონფერენციაზე კი ორი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელებმა შეთანხმების დეტალებზე ისაუბრეს.
დოკუმენტის მიხედვით, მომავალი 6 დღის განმავლობაში ქურთების თავდაცვის ძალების მებრძოლებმა სირიის სიღრმეში 30 კილომეტრით უნდა გადაინაცვლონ, ხოლო ე.წ. უსაფრთხოების ზონის პატრულირებას რუსეთისა და თუქეთის სამხედრო ძალები ერთობლივად მოახდენენ.
ვაშინგტონთან მანამდე მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საბოლოო ვადა, გუშინ საღამოს ამოიწურა. თურქულმა არმიამ სირიის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაცია 9 ოქტომბერს დაიწყო.