თურქეთში, მალათიის რეგიონში 4.8 და 4.5 მაგნიტუდის სიმძლავრის ორი მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური (AFAD) ავრცელებს.
პირველი მიწისძვრა ადგილობრივი დროით 16:39 საათზე მოხდა, რომლის სიმძლავრეც 4.8 მაგნიტუდა იყო და ეპიცენტრი მალათიის იეშილიურტის რაიონი იყო.
ადგილობრივი დროით 16:40-ზე, ამავე ადგილას მიწისძვრა განმეორდა. მეორე მიწისძვრის სიმძლავრემ 4.5 მაგნიტუდა შეადგინა.
ადგილობრივი მედია ანადოლუ წერს, რომ მიწისძვრის შემდეგ მალათიაში მოქალაქეები სახლებიდან და საწარმოებიდან ქუჩებში გავიდნენ. გამოცემის ცნობით, ისინი ამ დრომდე გარეთ იმყოფებიან.