logo
ENG



თურქეთში, ქალაქ ხოფასთან კლდე ჩამოიშალა, ლოდები ტრაილერს დაეცა, გარდაიცვალა 1 ადამიანი

01 ივლ 202211:44
3 წუთის საკითხავი
 

თურქეთში, ქალაქ ხოფასთან ავტობანზე კლდე ჩამოიშალა და ლოდები ტრაილერს დაეცა - არის მსხვერპლი. შემთხვევა დილით ქემალფაშასა და ხოფას გზაზე მოხდა.

როგორც თურქული მედია წერს, შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა, 2 დაშავდა. დაზიანებულია სატვირთო მანქანებიც.

დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. ადგილზე გრძელდება სამაშველო სამუშაოები.


close დახურვა