logo
ENG



თურქეთში 5.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

19 თებ 202301:13
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/19/l4afi8qzle7sb1q.jpeg

თურქეთში 5.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

თურქული მედიის ინფორმაციით, ეპიცენტრი კაჰრამანმარაში იყო და ბიძგები რამდენიმე მიმდებარე პროვინციაშიც იგრძნობოდა.

კანდილის ობსერვატორიის სპეციალისტები მოსახლეობას მოუწოდებენ, დაზიანებული სახლები და შენობები დატოვონ, რადგან მათი ჩამონგრევის საფრთხე არსებობს.

სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

***

ძლიერი მიწისძვრა თურქეთსა და სირიაში 6 თებერვალს, გვიან ღამით მოხდა. მისი სიმძლავრე 7.8 მაგნიტუდას აღწევდა და მას 100-მდე ბიძგი მოჰყვა. სტიქიის გამო დაინგრა ათასობით შენობა. სხვადასხვა ქვეყნიდან თურქეთსა და სირიაში ჰუმანიტარული და სამაშველო დახმარება გაიგზავნა. სამშაბათს დილით ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული თვითმფრინავები ერაყიდან და ირანიდან დამასკოს აეროპორტში ჩაფრინდა. ბოლო მონაცემებით, სტიქიას 45 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. 

მაშველები გააგზავნა საქართველომ, აშშ-მა და ინდოეთმა. ევროკავშირმა გაააქტიურა კრიზისებზე რეაგირების მექანიზმი, ხოლო პალესტინიდან სამოქალაქო და სამედიცინო ჯგუფები სირიასა და თურქეთში გაემგზავრნენ.


close დახურვა