თურქეთში დიდთოვლობაა. სტიქიამ ყველაზე მეტად ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე რეგიონები დააზარალა, გარესამყაროს 70-ზე მეტი სოფელია მოწყვეტილი, სოფელი იუკსეკოვა კი თოვლმა მთლიანად დაფარა.
სტიქიის ზონაში თოვლის საფარის სიმაღლემ 6 მეტრს გადააჭარბა. უამინდობის გამო ადგილობრივი მოსახლეობა ელექტროენერგიისა და წყლის გარეშეა დარჩენილი. რეგიონში სამი დღით დაიხურა სკოლებიც.