ამ დრომდე მძიმე პირობებში თურქეთის საპატიმრო დაწესებულებაში რჩება საქართველოს მოქალაქე. 35 წლის მარიამ ფესვიანიძე თურქმა სამართალდამცველებმა სტამბოლში დააკავეს, როცა რუსეთის პასპორტი საელჩოს წინ დაწვა. ქალს საქართველოს და რუსეთის მოქალაქეობა აქვს. მას თურქეთში რუსეთის სახელმწიფო სიმბოლიკის ხელყოფას ედავებიან, რაც გაუგებარია ოჯახისა და მეგობრებისთვის. ბოლო ცნობით, ოჯახს საკონსულო დაუკავშირდა და რამდენიმე დღეში საკითხის გარკვევის პირობა მისცა.
თურქეთში დააკავეს საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქე, რომელმაც რუსული პასპორტი დაწვა
20 მარ 202420:10
3 წუთის საკითხავი