თურქეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, პაციენტი ევროპაში მოგზაურობდა, ხოლო ჩამოსვლის შემდეგ სრულ იზოლაციაში იმყოფებოდა.
იტალიაში კი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსით გამოწვეულ პნევმონიას 168 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა რიცხვი იტალიაში უკვე 631-ს აღწევს. ოფიციალური მონაცემებით კი ჯამში დაინფიცირების 529 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
კორონავირუსი დაუდასტურდა ბრიტანეთს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილესაც. პარლამენტარი ამჟამად საკუთარ საცხოვრებელ სახლში თვითიზოლაციაში იმყოფება. ბრიტანეთში კორონავირუსის სულ 382 შემთხვევაა დაფიქსირებული, ხოლო გარდაცვლილია ექვსი ადამიანი.
რაც შეეხება მსოფლიო მონაცემებს, კოვიდ-19 ის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 4 284-ს შეადგენს. დაინფიცირებულია 119 ათასზე მეტი ადამიანი, გამოჯანმთელებულთა რაოდენობა კი 65-თ ათასს აჭარბებს.