კორონავირუსის პანდემიის გამო თურქეთის ხელისუფლებამ უპრეცედენტო შეზღუდვა დააწესა. ქვეყნის 31 ქალაქში, მათ შორის ანკარასა და სტამბოლში, 48-საათიანი საანგებო რეჟიმი გამოცხადდა. ყველა მოქალაქისთვის სახლების დატოვების აკრძალვა ღამის 12 საათიდან ამოქმედდა და ხვალ ღამემდე იქნება ძალაში.
დაცარიელებულ ქუჩებში პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმები პატრულირებენ. ზომების კიდევ უფრო გამკაცრება და ორდღიანი კომენდანტის საათის გამოცხადება თურქეთის ხელისუფლებამ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ ქვეყანაში ათასს გადააჭარბა. ინფიცირებულთა რიცხვი 47 ათასამდეა გაზრდილი.