logo
ENG



თურქეთში შესასვლელად მხოლოდ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR-ის უარყოფითი პასუხი დაგჭირდებათ

01 ივნ 202112:54
3 წუთის საკითხავი
 
2021/06/01/yqymk1cwuvd88yj.jpg

საქართველოს მოქალაქეებს თურქეთში შესასვლელად მხოლოდ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი დასჭირდებათ. ინფორმაციას თურქეთში საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა ავრცელებს.

მისი ცნობით, დღეიდან საქართველოს მოქალაქეებს თურქეთში გამგზავრება შეუძლიათ როგორც საჰაერო, ისე სახმელეთო გზით.

მისივე ინფორმაციით, უარყოფითი პასუხის ცნობა მოქალაქემ საზღვარზევე უნდა წარადგინოს.


close დახურვა