logo
ENG



თურქეთში შეწყალებული აქტივისტი ციხის დატოვებიდან რამდენიმე საათში ხელახლა დააპატიმრეს

19 თებ 202013:40
3 წუთის საკითხავი
 
griwjhhcqqazq6f.jpg

თურქეთის სასამართლომ 7 წლის წინ  აქციების ორგანიზებისთვის დაკავებული აქტივისტები გაათავისუფლა, თუმცა რამდენიმე საათში ერთ-ერთი მათგანი ახალი ბრალდებით დააკავა.

მკაცრი რეჟიმის ციხეში გატარებული 2 წლის შემდეგ ოსმან კავალა სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. მალე კი მოსამართლემ ახალ ორდერს მოაწერა ხელი. ბრალი აქტივისტს ამჯერად 2016 წელს სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობაში ედება.  

კავალა გეზის პარკში მშენებლობების დაწყების საწინააღმდეგო აქციების ორგანიზების გამო იყო დაკავებული.   საერთაშორისო საზოგადოებამ მისი გათავისუფლება არაერთხელ ითხოვა. დეკემბერში თურქეთი ევროსასამართლომ დაავალდებულა, დაკავებული ბიზნესმენი რაც შეიძლება სწრაფად გაეთავისუფლებინათ, თუმცა საპასუხოდ მოსამართლემ მას პატიმრობის ვადა გაუხანგრძლივა.


close დახურვა