logo
ENG



იაგო ხვიჩია: ქართულმა ოცნებამ ბოლო 4 წელია საერთოდ შეწყვიტა დიალოგი

18 ნოე 201915:09
3 წუთის საკითხავი
 
6o8r5g5hm2hj1aq.jpg

აშშ-ის საელჩომ და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ განცხადება გაავრცელეს. ისინი სრულად უჭერენ მხარს მშვიდობიანი შეკრების უფლებასა და გამოხატვის თავისუფლებას.

ერთობლივ განცხადებას ეხმაურება პოლიტიკური სპექტრი. მათი შეფასებით, მიცემული პირობის შეუსრულებლობით, მმართველი ძალა ქვეყანას რეპუტაციას ულახავს, რამაც შესაძლოა ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესი შეაფერხოს.  განცხადებაში გამოსავლად მითითებული არის ორმხრივი დიალოგი მხარეებს შორის.

"საერთაშორისო თანამეგობრობას ვუხდი მადლობასო და რაში უხდის მადლობას საერთაშორისო თანამეგობრობას? თუ მადლობას უხდის მაშინ ყურად იღოს კონგრესმენ კირზინგერის განცხადება, რომელიც არის საქართველოს მხარდამჭერი აქტის ავტორი, ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურაა შეერთებული შტატების კონგრესში. ის პირდაპირ დაჟინებით მოუწოდებს, ოცნებას, რომ დაუბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდას და ეს ცვლილებების პაკეტი რაც ჩააგდეს მივიღოთ. ან ევროკავშირის და შეერთებული შტატების მიერ გამოქვეყნებული განცხადება ან ევროპარლამენტიდან განცხადებები რაც იყო და რაც იქნება კიდევ. თუ მადლობას უხდის ყურად იღოს. შავზე თეთრს იძახიან და ვითომ არაფერი," - აცხადებს კანდელაკი.

"გირჩის" წარმომადგენელმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ ქართულმა ოცნებამ ბოლო 4 წელია საერთოდ შეწყვიტა დიალოგი და ივანიშვილის მიერ ხალხის გადაგდების შემდეგ ოცნებას დამლაპარაკებელიც აღარ დარჩა.

"ოთხი თუ სამი წელია, ქართულმა ოცნებამ საერთოდ შეწყვიტა დიალოგი. არანაირი დიალოგი არ მიმდინარეობდა ამ პერიოდის განმავლობაში. ამ წუთის მოცემულობით ბიძინა ივანიშვილის მიერ მოცემული ხალხის გადაგდების მერე, დამლაპარაკებელი არ დარჩა ქართულ ოცნებას. ვერც კი წარმომიდგენია, რომელიმე ჩვენთაგანი დაჯდეს და ქართული ოცნების წევრს სერიოზულად დაელაპარაკონ. "ქართული ოცნება" თვითონ უკრავს და თვითონ ცეკვავს,"-  განაცხადა "გირჩის" წარმომადგენელმა იაგო ხვიჩიამ.


close დახურვა