logo
ENG



იაგო ხვიჩია: ჩემი აზრით, ძალიან უსამართლოდ მხვდება ტალახი

03 დეკ 202001:46
3 წუთის საკითხავი
 
იაგო ხვიჩია: ჩემი აზრით, ძალიან უსამართლოდ მხვდება ტალახი
გირჩის ერთერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია მის მიმართ საზოგადოების ნაწილის კრიტიკას პასუხობს და აცხადებს, რომ "ძალიან უსამართლოდ ხვდება ტალახი".
ხვიჩიას თქმითვე, მას სურს, საჯარო დისკუსიით დაამტკიცოს, რომ უსამართლოდ ექცევიან. Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნებული განცხადებით, მან რამდენიმე მედიასაშუალებას მიმართა, რათა პლატფორმა დაუთმონ დისკუსიისთვის. 
 
"რატომ მესვრით ტალახს? ვთხოვ მედია საშუალებებსაც, მომცენ საშუალება პასუხი გავცე ნიაღვარს, რაც სრულიად უსამართლოდ წამოვიდა ჩემ მიმართ და რომელსაც აქვს კამპანიური შინაარსი.
 
სინამდვილეში, ძალიან მარტივად არის საქმე, მე მჯერა, რომ არ შეიძლება ადამიანის ციხეში ჩასმა მიუხედავად იმისა თუ რა ნახა და სხვას მოუყვა ამის შესახებ.
 
მე ამის მართლა მჯერა. ჩემთვის ეს ტალახის კამპანია შანსია საზოგადოებას ავუხსნა როგორ ვუყურებ ადამიანს და მის თავისუფლებას. ესეთია ადამიანის თავისუფლების ჩემეული გაგება. ამის გამო მეძახიან პედოფილიის მხარდამჭერს და ადამიანურად გთხოვთ მომცეთ საშუალება პასუხი გავცე უნამუსო ცილისმწამებლებს. კარგი იქნება დისკუსია ამ თემაზე, საჯარო საუბარი და აზრთა გაცვლა გამოცვლა, მე მზად ვარ ყველა დისკუსიაში მივიღო მონაწილეობა და თუ დამარწმუნებენ რო შევცდი ბოდიში მოვიხადო. თვალებში მინდა ჩავხედო იმ ხალხს ვინც პედოფილიის მხარდამჭერს მეძახის", - წერს იაგო ხვიჩია.
 
 
რამდენიმე დღის წინ მან არასრულწლოვანთა გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიის შეძენა, შენახვა, ფლობა, სარგებლობის მუხლით პირის დაკავება საჯაროდ გააკრიტიკა.
 
"პორნო გადმოწერა, დაასეივა ერთხელაც გადაწყვიტა ესარგებლა და დაიჭირეს? სულ გააფრინეს", - წერდა იაგო ხვიჩია.
 
გირჩის წევრის განცხადებას სოციალურ ქსელში მწვავე გამოხმაურება მოჰყვა.

close დახურვა