უბრალოდ, შეხედეთ ბელარუსს, რათა მიხვდეთ, რომელ გზაზე სიარული არ გინდათ. ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი, სვეტლანა ტიხანუსკაია ახლა ამერიკაშია და ცდილობს მიიღოს მხარდაჭერა პოპულარული მოძრაობისთვის, რომელიც თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ითხოვს და ლუკაშნეკოს რეჟიმის დასრულებას ცდილობს... ამის პარალელურად, წავიკითხე ახალი ამბები საქართველოში არსებული ბოლო პოლიტიკური კრიზისის შესახებ, რაც ქვეყნის მმართველობის პარალიზების საფრთხეს ქმნის. მე არ შემიძლია საკმარისად ზუსტად გადმოგცეთ ჩემი და საქართველის მრავალი ამერიკელი მეგობრის შეშფოთება იმის შესახებ, რომ დამოუკიდებლობისა და დემოკრატიის მშენებლობის ეს შესანიშნავი საჩუქარი გაქრობის საფრთხის წინაშეა.
ჩვენ, ამერიკაში თავადაც გვაქვს პოლარიზაციისა და პოლიტიკური გადატვირთვის მხრივ პრობლემები და ყველაფერზე პასუხი არ გაგვაჩნია. თუმცა, მე ორივე მხარეს მტკიცედ მოვუწოდებ, რომ განაგრძნონ მიშელის შეთანხმების იმპლემენტაცია საქართველოს საკეთილდღეოდ და დემოკრატიის მომავლისთვის.