აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობის მიზანი არა სამართლიანი არამედ, მმართველი პარტიისადმი დაქვემდებარებული სასამართლოს შექმნაა.
"რთულია არ დავასკვნათ, რომ საქართველოს მთავრობის მიზანი არის, რომ შექმნას არა დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლო, არამედ უზრუნველყოს მმართველი პარტიისადმი მონურ მორჩილებაში მყოფი სასამართლოს შექმნა. აშშ-ის მთავრობა მართებული იქნება თუ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს მისდამი [საქართველოს მთავრობისადმი] ფინანსური მხარდაჭერის გაგრძელებას." - წერს იან კელი
Hard not to conclude that the Georgian govt’s goal is not to create an “independent, impartial” judiciary, but to ensure one that is subservient to the ruling party. US govt would be right to question continued financial support for it. https://t.co/znVw4yVNsc
აშშ-ს საელჩო კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით, სადაც წერს, რომ "კიდევ ერთხელ", იმედგაცრუებულია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესის გაგრძელების გამო.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ოთხ კანდიდატთან გასაუბრების პროცესი დაიწყო.
ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ფუნდამენტური რეფორმების გატარებამდე მმართველმა გუნდმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა უნდა შეაჩეროს.
გარდა ამისა, კითხვებს ბადებენ ის მოსამართლეებიც, რომლებიც ე.წ. კლანის წევრებად მიიჩნევიან. ამავე დროს, ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ პროცესი უპრეცედენტოდ გამჭვირვალეა და კითხვებს არ ბადებს.