logo
ENG



იან კელის შემდეგ სიცრუეში ღარიბაშვილს ადამ კინზინგერი ამხელს

18 ივლ 202116:55
3 წუთის საკითხავი
 
იან კელის შემდეგ სიცრუეში ღარიბაშვილს ადამ კინზინგერი ამხელს

კონგრესმენი ადამ კინზინგერი პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება. საქმე ეხება ღარიბაშვილის განცხადებას, თითქოს წინა ხელისუფლების სასამართლოზე, ამერიკისგან და ევროპისგან კრიტიკა არ მოუსმენია. 

პრემიერის ამ განცხადებას კინზინგერი "სიცრუეს" უწოდებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა "აშკარად არღვევს შეთახმებას". 

"ეს სრული სიცრუეა. ჩვენ ვიყავით კრიტიკულები და ეს ხშირად ხდებოდა. როგორც ჩანს, პროგრესი იკლებს და საქართველოს მთავრობა აშკარად არღვევს შეთანხმებას", - წერს ადამ კინზიგერი Twitter-ზე. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრემიერი სიცრუეაში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა იან კელიმაც ამხილა. ამერიკელმა დიპლომატმა ღარიბაშვილის ამ განცხადებას "ტყუილი" უწოდა და თქვა, რომ აშშ-ს წინა ხელისუფლების სასამართლო სისტემა არაერთხელ გაუკრიტიკებია. 

 


close დახურვა