logo
ENG



იაპონია ორი რუსული ბანკის წინააღმდეგ სანქციებს აწესებს

07 ივნ 202212:20
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/07/5pquol8otgsg58m.png

იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, იაპონია ორი რუსული ბანკის, მოსკოვის საკრედიტო ბანკისა და როსსელხოზბანკის წინააღმდეგ სანქციებს აწესებს.

სანქციების სამიზნე ასევე ბელარუსის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი გახდა. იაპონიამ სანქციების დაწესება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.

გასულ თვეში იაპონიამ ორ რუსულ ბანკს, Sberbank-სა და Alfa-Bank-ს სანქციები დაუწესა, რომელთაგან ერთი რუსეთის სახელმწიფო, ხოლო მეორე რუსეთის ყველაზე დიდი კერძო ბანკია.

რუსული ძალების მხრიდან უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, იაპონიამ რუსეთში ინვესტიციები შეამცირა და არაერთი ბანკისა თუ მოქალაქის აქტივები გაყინა, მათ შორის არიან პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შვილები და საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრები. 


close დახურვა