logo
ENG



იაპონია რუსეთიდან ქვანახშირისა და არყის იმპორტს აკრძალავს

08 აპრ 202215:36
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/08/4g4dlmgueh43byv.jpg

იაპონია რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს გააფართოვებს - ქვანახშირისა და არყის იმპორტს აკრძალავს და აქტივებს გაყინავს. ამის შესახებ იაპონიის პრემიერმინისტრმა, ფუმიო კიშიდამ განაცხადა.

ქვეყნის პრემიერმა ქვანახშირის ეტაპობრივი შეწყვეტის ვადები არ დაასახელა და აღნიშნა, რომ იაპონია ნახშირს სხვადასხვა სექტორში, მათ შორის ელექტროენერგიასა და ცემენტში იყენებს.

კიშიდამ დაგმო რუსეთის ქმედებები უკრაინაში, როგორც მიუტევებელი ომის დანაშაულები და განაცხადა, რომ მათ დაარღვიეს საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონები.

მისი თქმით, ტოკიოს სადამსჯელო ზომები მოსკოვის წინააღმდეგ წარმოადგენს იაპონიის ძალისხმევის ნაწილს, რომ რაც შეიძლება მალე დაასრულოს ძალადობის ესკალაცია და რუსეთის შეჭრა უკრაინაში.

ამასთან, აიპონიამ დღეს განაცხადა, რომ ქვეყნიდან 8 რუსი დიპლომატი გააძევა.


close დახურვა