logo
ENG



იაპონია რუსეთს დამატებით სანქციებს უწესებს

06 მაი 202209:53
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/06/dt2bpm9g8jwnd9u.jpg

 იაპონია რუსეთს დამატებით სანქციებს უწესებს. ეს განცხადება ქვეყნის პრემიერმინისტრმა, ფუმიო კაშიდამ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და ევროპაში ვიზიტის დასრულების შემდეგ გააკეთა.

კაშიდას თქმით, სანქციების ახალი პაკეტი 140 რუსი პირისთვის და ზოგიერთი რუსული ბანკისთვის აქტივების გაყინვას მოიცავს.

ამასთანავე, პრემიერის თქმით, რუსეთში ექსპორტი კიდევ 70 სამხედრო წარმოებასთან დაკავშირებულ ორგანიზაციას, კვანტური კომპიუტერებისა და მაღალტექნოლოგიური პროდუქტების მწარმოებლებს აეკრძალებათ.

"იაპონია G7-ის სხვა ქვეყნებთან ერთად არ მოითმენს რუსეთის ქმედებებს და ის უკრაინის გვერდით დგას", - განაცხადა ფუმიო კაშიდამ.

4 მაისს, რუსეთმა რუსეთმა იაპონიის პრემიერმინისტრ ფუმიო კაშიდასა და ქვეყნის კიდევ 62 მოქალაქეს სანქციები დაუწესა. მათ რუსეთში ჩასვლა აეკრძალათ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, იაპონიის პრემიერმინისტრის ადმინისტრაციამ უპრეცედენტო ანტირუსული კამპანია წამოიწყო.

იაპონიის პრემიერმინისტრმა კი განაცხადა, რომ მოსკოვის გადაწყვეტილება იაპონიის ოფიციალური პირებისთვის რუსეთში შესვლის აკრძალვასთან დაკავშირებით "სრულიად მიუღებელია".

კაშიდას თქმით, იაპონია-რუსეთის ურთიერთობების რღვევაზე მთლიანად რუსული მხარეა პასუხისმგებელი.


close დახურვა