logo
ENG



იაპონიამ რუსეთის 398 მოქალაქის ქონება გაყინა, მათ შორის არიან პუტინისა და ლავროვის შვილები

12 აპრ 202209:51
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/12/twqo6ubadkn61al.jpg

იაპონიამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა და 398 მოქალაქის ქონება გაყინა.

სანქცირებულთა სიაშია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის 2 შვილი, ასევე, საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის ცოლი და შვილი.

მანამდე, 8 აპრილს იაპონიამ განაცხადა, რომ რუსეთიდან ქვანახშირისა და არყის იმპორტს აკრძალავს.

იაპონიამ სანქციები 25 მარტსაც დააწესასანქციები შეეხო კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის ცოლსა და უფროს შვილებს; კორპორაცია VEB-ის ხელმძღვანელ იგორ შუვალოვს; "სევერსტალის" მთავარ აქციონერს ალექსეი მორდაშოვს; როსტეხის გენერალური დირექტორის სერგეი ჩემოზოვის ნათესავებს; პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველ მოადგილე სერგეი კირიენკოს; უსაფრთხოების საბჭოს მდივანს ნიკოლაი პატრუშევსა და ძმებ როტენბერგებს.


close დახურვა