logo
ENG



იაპონიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

10 მაი 202212:27
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/10/v4337ye2grsxxs0.jpg

იაპონიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა, გაყინა 130-ზე მეტი ადამიანის აქტივები, მათ შორის რუსეთის პრემიერმინისტრის მიხაილ მიშუსტინის.

იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ახალი სანქციები რუსეთის რვა მოქალაქეს და აღმოსავლეთ უკრაინაში, თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების 133 წარმომადგენელს ეხება.

სამინისტროს ცნობით, სიაში შედიან პრემიერი მიშუსტინი, ოლიგარქი ვლადიმერ ბოგდანოვი და ოლიგარქ გენადი ტიმშენკოს ოჯახის წევრები. უცნობია ფლობენ თუ არა აღნიშნული ოფიციალური პირები აქტივებს იაპონიაში. იაპონიამ ასევე ექსპორტის აკრძალვა 71 დამატებით რუსულ ორგანიზაციაზე გააფართოვა, მათ შორის მწარმოებლებსა და კვლევით ინსტიტუტებზე.

იაპონიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები მარტიდან დააწესა, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და მისი ოჯახის წევრების აქტივები გაყინა თავდასხმის საპასუხოდ.

რუსეთმა იაპონიას საკუთარი სანქციების დაწესებით უპასუხა, რუსეთის ტერიტორიაზე იაპონიის ოფიციალური პირების, მათ შორის პრემიერმინისტრ ფუმიო კიშიდას შესვლა აიკრძალა.


close დახურვა