იაპონიაში, ტაიფუნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა.ბოლო მონაცემებით, დაშავებულია 160-ზე მეტი ადამიანი. მაშველები ამ დრომდე 16 დაკარგულს ეძებენ. სამძებრო ოპერაცია დაზარალებულ რეგიონებში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
დატბორილი დასახლებებიდან ადამიანები ნავებისა და ვერტმფრენების დახმარებით გამოჰყავთ. მაშველებისა და პოლიციის გარდა, ოპერაციაში 27 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე იყო ჩართული.მთელი ქყვეყნის მასშტაბით, ელექტროებერგიის გარეშე 200 ათასზე მეტი ოჯახია დარჩენილი.
8 მილიონამდე ადამიანმა კი, ამ დრომდე არ იცის როდის შეძლებს საკუთარ სახლში დაბრუნებას.