logo
ENG



იაპონიაში G7-ის სამიტი იწყება

19 მაი 202308:05
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/19/1jzbbnwltg7eq6s.jpg

დღეს, იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში დიდი შვიდეულის სამიტი დაიწყება.

Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ სამიტის მონაწილეები რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების ამოქმედების შესახებ განაცხადებენ. გარდა ამისა, G7-ის ქვეყნები განიხილავენ უკრაინაში ომთან დაკავშირებით ახალ სტრატეგიასაც.

Reuters-ი წერს, რომ დიდი ბრიტანეთი სამიტზე რუსული ბრილიანტებისა და რუსეთიდან ლითონის იმპორტის აკრძალვის შესახებ განაცხადებს. ასევე, ოფიციალური ლონდონი 86 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციებს დაუწესებს. სანქციების გაფართოებას და 70 პირის, ასევე 300 კომპანიის ე.წ. შავ სიაში შეყვანას ამერიკის შეერთებული შტატებიც გეგმავს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ახალი სანქციების მიზანია ევროპიდან აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში არსებული ხარვეზების დახურვა,იმ საქონლის შეზღუდვა, რომელსაც რუსეთი ომის საწარმოებლად იყენებს, ასევე რუსულ ენერგო-ექსპორტზე დამოკიდებულების შემცირება და საერთაშორისო ფინანსურ სისტემაზე მოსკოვის წვდომის შეზღუდვა.


close დახურვა