logo
ENG



იაპონიაში რაგბის მორიგი მატჩები იმართება

14 ოქტ 201910:34
3 წუთის საკითხავი
 
gd1psc6v00dggt1.jpeg

იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიო თასზე მორიგი მატჩები გაიმართება. შეუჩერებელია იაპონიის ნაკრები, რომელმაც ჯგუფის ბოლო შეხვედრაში ექვსი ერის კიდევ ერთი წარმომადგენელი, შოტლანდია დაამარცხა.

იაპონელებმა 28-21 მოიგეს და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს. მსოფლიო თასზე ყველა მეოთხედფინალური წყვილი გაირკვა.

ინგლისი ავსტრალიას დაუპირისპირდება. ახალი ზელანდია ირლანდიას ხვდება. უელსი საფრანგეთის წინააღმდეგ ითამაშებს, ხოლო იაპონია სამხრეთ აფრიკასთან გაარკვევს ურთიერთობას


close დახურვა