დღეიდან იაპონიაში საგანგებო მდგომარება გამოცხადდა. სპეციალური რეჟიმი ქვეყანაში 30 დღე იმოქმედებს. მიზეზი კორონავირუსის გავრცელების პრევენციაა. განცხადება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გააკეთა და ეკონომიკური სტიმულირების გეგმაც წარადგინა.
განსაკუთრებული შეზღუდვები ტოკიოსა და ექვს სხვა რეგიონში იმოქმედებს. სხვა ქვეყნებთან შედარებით, იაპონიას ვირუსით ინფიცირების დაბალი მაჩვენებელი აქვს. ბოლო ინფორმაციით, ქვეყანაში კოვიდ 19-ით გარდაცვალების 85 შემთხვევაა დადასტურებული. გადაწყვეტილება ადგილობრივ ხელისუფლებას სასწავლო დაწესებულებების დახურვის საშუალებას აძლევს. ასევე ნებას რთავს მოსახლეობას სახლში დარჩენა მოსთხოვოს. ამ დროისთვის იაპონიაში ახალი კორონავირუსით დაინფიცირების ოთხი ათასამდე შემთხვევაა დაფიქსირებული, გარდაცვლილია 92 ადამიანი.