ტოკიოში, ჰანედას აეროპორტში შეჯახების შედეგად, სანაპირო დაცვის თვითმფრინავში მყოფი ხუთი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ იაპონიის თავდაცვის მინისტრი ადასტურებს.
ამასთანავე ცნობილი ხდება, რომ თვითმფრინავის ბორტის მეექვსე წევრმა, კაპიტანმა გადმოხტომა მოასწრო და იგი ამ ეტაპზე, მძიმე დაზიანებებით, საავადმყოფოშია გადაყვანილი.
დღეს ტოკიოში, ჰანედას აეროპორტში Japan Airline-ის თვითმფრინავს ასაფრენ ბილიკზე დაშვების დროს ცეცხლი გაუჩნდა.
როგორც BBC იაპონურ მედიაზე დაყრდნობით წერს, შესაძლოა, დაშვების დროს იაპონური ავიახაზების თვითმფრინავი სანაპირო თავდაცვის თვითმფრინავს შეეჯახა, რომელსაც მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთათვის საკვები მიჰქონდა.
Japan Airlines-ის ცნობით, ბორტზე მყოფი 379-ვე მგზავრი და ეკიპაჟის ყველა წევრი ევაკუირებულია.