logo
ENG



იაპონიის ახალი სანქციები მარია ზახაროვასაც შეეხება

18 მარ 202209:01
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/18/bvez7c9wa0gca6p.jpg

იაპონიის ხელისუფლება რუსეთის 15 მოქალაქისა და 9 ორგანიზაციის მიმართ სანქციებს გაატარებს. სიაში მოხვდებიან თავდაცვის უწყების ოფიციალური პირები და როსობორნექსპორტი.

ახალი სანქციების ქვეშ მოყვება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, მარია ზახაროვა, თავდაცვის მინისტრის რვა მოადგილე და სამხედრო ტექნიკის რამდენიმე მწარმოებელი, მათ შორის United Aircraft Corp, რომელიც აწარმოებს საბრძოლო თვითმფრინავებს.

ინდივიდუალური სანქციების ფარგლებში აღნიშნულ პირებს იაპონიაში შესვლა აეკრძალებათ და აქტივები გაეყინებათ.

ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, იაპონიამ უკვე გაატარა სანქციები 76 ინდივიდუალური პირის, 7 ბანკისა და 12 რუსული ორგანიზაციის წინააღმდეგ.


close დახურვა