იაპონიის ახლადარჩეული იმპერატორი საკუთარი უფლებამოსილების შესრულებას ოფიციალურად შეუდგა. 59 წლის ნარუჰიტოს ინტრონიზაციის ცერემონია იმპერატორის სასახლეში ცოტახნის წინ დასრულდა.
ნარუჰიტოს ტახტზე ასვლის ცერემონიას მსოფლიო ლიდერებთან ერთად მიწვეული სტუმრებიც ესწრებოდნენ. იაპონიის იმპერატორის როლი ძირითადად მოქალაქეებთან კომუნიკაციასა და სხვადასხვა ოფიციალურ შეხვედრებში მონაწილეობით გამოიხატება.