logo
ENG



იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში ჩავიდა

09 სექ 202313:13
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/09/teqqjre9g8nmdvr.jpg

იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი, იოსიმასა ჰაიაში კიევში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"უკრაინაში ვიზიტის დროს საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინელ კოლეგას, დმიტრო კულებას შეხვდება და კიდევ ერთხელ დაუდასტურებს მას, რომ იაპონია რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესების კუთხით საერთაშორისო თანამეგობრობასთან თანამშრომლობას აგრძელებს და რუსული აგრესიის შეწყვეტის მიზნით მტკიცე პოზიციას იკავებს, უკრაინას მხარს უჭერს", - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, ვიზიტის ფარგლებში უკრაინის ეკონომიკური აღდგენის ხელშეწყობის ორმხრივი კონფერენციის ორგანიზებისა და ჩატარების საკითხი იქნება განხილული.

იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ იოსიმასა ქვეყანას პირველად ეწვია.


close დახურვა