logo
ENG



იაპონიის საელჩო: ვუსამძიმრებთ შოვში ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს

05 აგვ 202317:36
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/05/aa399ug83giz5uz.jpg

იაპონიის საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს და შოვში, მეწყრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.

"იაპონიის საელჩო საქართველოში უსამძიმრებს შოვში დამანგრეველი მეწყრის გამო ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს. იმედს ვიტოვებთ, რომ ყველა ადამიანი, ვინც ჯერ კიდევ რჩება სტიქიის ზონაში ან ითვლება დაკარგულად, სწრაფად და უვნებლად დაბრუნდება სახლში.

გამოვხატავთ ჩვენს გულწრფელ პატივისცემას მაშველების, პოლიციისა და თითოეული იმ ადამიანის მიმართ, ვინც სამაშველო და პირველადი დახმარების სამუშაოებშია ჩართული. ასეთი ტრაგიკული მოვლენები ხაზს უსვამს ერთიანი გლობალური ძალისხმევის აუცილებლობას ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირებისა და ეფექტური რეაგირებისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.

3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო სანსეტ შოვთან მეწყერი ჩამოწვა.

ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი, ჩართულია მძიმე ტექნიკა და თავდაცვის ძალების 220 სამხედრო მოსამსახურე. 

ამ დროისთვის ოფიციალური მონაცემებით, მეწყერს 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამოცნობილია ცხედრების ნაწილი. 

ამ დრომდე კონტაქტზე ვერ გადიან 21 ადამიანთან. 


close დახურვა