logo
ENG



იარაღის გავარდნის შედეგად 5 წლის ბავშვი გარდაიცვალა

07 იან 202015:55
3 წუთის საკითხავი
 

იმერეთის რაიონის სოფელ კვახჭირში იარაღის გავარდნის შედეგად 5 წლის ბავშვი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას „მეგა ტვ“ ავრცელებს.

ოჯახმა ბავშვი ქუთაისში გადაიყვანა, თუმცა ბავშვი უკვე გარდაცვლილი იყო. მოზარდი ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრში გადაასვენეს.

გავრცელებული ინფორმაციით, სანადირო თოფიდან ტყვია 3 წლის ბავშვს თამაშის დროს გაუვარდა და შემთხვევით მის ძმას მოხვდა.

როგორც „ფორმულას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.


close დახურვა