საპატრიარქოს განცხადებით, 14 აგვისტოდან მომდევნო სამი კვირის განმავლობაში ეკლესია-მონასტრებში გარკვეული რეგულაციები იმოქმედებს. კერძოდ, ტაძრებში დაცული უნდა იქნას დისტანცია, პერიოდულად ჩატარდეს იატაკის დეზინფექცია, მრევლმა ატაროს პირბადე, ხოლო ზიარების შემდგომ სასმლის - "სიტკბოების" მიღებისთვის გამოყენებულ იქნეს ერთჯერადი ჭიქები.
საპატრიარქო ამ დრომდე ვაქცინაციის პოპულარიზაციის კამპანიაში ჩართული არაა, სასულიერო პირების მცირე ნაწილი საუბრობს აცრის აუცილებლობაზე. სინოდის წევრებიდან კი ცნობილია, რომ მხოლოდ მელქისედეკ ხაჩიძე და დიმიტრი შიოლაშვილი აიცრნენ. საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში აცხადებენ, რომ ვაქცინა ნებაყოფლობითი უნდა იყო.
რამდენიმე დღის წინ საპატრიარქოში უარყვეს ინფორმაცია, რომ პატრიარქი ილია მეორე აცრას აპირებდა. გარდა ამისა, ილია მეორემ გაავრცელა განცხადება, რომ აიცრება ის თუ არა, ეს სხვებისთვის განმსაზღვრელი არ უნდა იყოს.