logo
ENG



იაშვილის კლინიკა: ვოზორიდიტის მიღებიდან 3 თვეში ბავშვებში 1-დან 3 სმ-მდე ზრდა დაფიქსირდა

26 მარ 202414:49
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/26/6mza44jcw6g8sic.jpg

იაშვილის კლინიკის განცხადებით, ვოზორიდიტის მიღებიდან 3 თვის ვადაში აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების ნაწილში 1-დან 3 სანტიმეტრამდე ზრდა დაფიქსირდა. 

როგორც IPN–ს კლინიკაში უთხრეს, ინექციას მთლიანობაში, 11 ბავშვი იღებს და მედიკამენტს ეფექტი ნამდვილად აქვს. ამასთან, იაშვილის კლინიკაში ამბობენ, რომ წამლის მიღების შემდეგ დაფიქსირდა ალერგიული რეაქცია და წნევის ვარდნა, რაც სამკურნალო პროტოკოლის მიხედვით, ნორმაა. 

კლინიკაში ბავშვები ვოსორიდიტით 15 ნოემბრიდან მკურნალობენ. პირველ ნაკადში 6 ბავშვი იყო, გუშინ კი კლინიკამ ახალ ნაკადში 5 ბავშვი მიიღო. 

"პირველ ნაკადში მედიკამენტის ეფექტურობა შევაფასეთ მკურნალობის დაწყებიდან 3 თვის ვადაში. 15 ნოემბერს დავიწყეთ ინიექციები და 15 თებერვალს გავაკეთეთ შეფასება, რომლის საფუძველზეც, 4 ბავშვთან 3 თვის განმავლობაში მივიღეთ 1 სმ და 4მმ, 1 სმ და 8 მმ-იანი ზრდა, ასევე 3 და 2 სმ- იანი ზრდა. ძალიან ეფექტური იყო. ყოველ სამ თვეში ვაკეთებთ შეფასებას. ფაქტია, რომ მედიკამენტს აქვს ეფექტი და გამოხატული იყო პირველ სამ თვეში, ვნახოთ რა იქნება მომავალში. ინდივიდუალურია, შენარჩუნდება თუ არა ეს ტემპი", - აღნიშნავს IPN-თან პედიატრი. 


close დახურვა