logo
ENG



იდლიბში განხორციელებულ ავიაიერიშს 14 ადამიანი ემსხვერპლა

03 თებ 202008:33
3 წუთის საკითხავი
 

იდლიბში განხორციელებულ ავიაიერიშს 14 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორის არიან ბავშვებიც.

გერმანიის საგარეო უწყებამ რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სირიის ხელისუფლებას ძალადობის დასრულებისკენ მოუწოდა.

მათი განმარტებით, ჰუმანიტარული ვითარება უკვე კატასტროფულია. ბაშარ ალ ასადის ავიაცია გუშინ მთელი დღის განმავლობაში ბომბავდა ალეპოს გარეუბნებსაც.

სირიის პრეზიდენტი ჩრდილოეთ პროვინციებზე კონტროლის მოპოვებას ცდილობს. ამბოხებულების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე თურქეთის სამხედრო კოლონა შევიდა. სირიაში 2011 წლიდან დღემდე კონფლიქტს ათასობით მშვოდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა, მილიონობით კი იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა. 


close დახურვა