logo
ENG



იდლიბში კიდევ ერთი თურქი სამხედრო მოკლეს

04 მარ 202008:15
3 წუთის საკითხავი
 

იდლიბში კიდევ ერთი თურქი სამხედრო მოკლეს. სირიის სამთავრობო ძალების მიერ მიტანილი იერიშის დროს დაიჭრა 9 ჯარისკაცი. ამის შესახებ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია თურქეთის თავდაცვის მინისტრმა დაადასტურა.

ბოლო მონაცემებით, სირიის პროვინცია იდლიბში თებერვლიდან დღემდე 57 თურქი ჯარისკაცი დაიღუპა. სირიასა და თურქეთს შორის ურთიერთობა განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც სირიის სამთავრობო არმიამ იდლიბში თურქული სამხედრო კოლონა დაბომბა, რასაც 33 თურქი სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა.

სირიის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში თურქეთმა ოპერაცია „გაზაფხულის ფარი" თებერვლის მიწურულს დაიწყო. 


close დახურვა