logo
ENG



იემენის ჰუსიტები ისრაელზე თავდასხმებზე პასუხისმგებლობას იღებენ და გაგრძელებას აანონსებენ

31 ოქტ 202322:49
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/31/0gi1tyi3wcvmup6.jpg

იემენში მოქმედ ჰუსიტთა დაჯგუფების პრესსპიკერმა იაჰია სრიამ განაცხადა, რომ იემენში მოქმედი ჰუსიტი ამბოხებულები ისრაელის სამხრეთზე თავდასხმებზე პასუხისმგებლობას იღებენ და თავდასხმების გაგრძელებას აანონსებენ.

როგორც ჰუსიტთა პრესსპიკერმა სატელევიზიო მიმართვაში განაცხადა, ისრაელზე დრონებით, ასევე ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტებით თავდასხმა განხორციელდა ღაზის სექტორის ხალხის წინაშე "რელიგიური, მორალური, ჰუმანიტარული და ეროვნული პასუხისმგებლობიდან გამომდინარე".

როგორც მან აღნიშნა, დარტყმების განხორციელება "იემენის ხალხის მოთხოვნამ" აიძულა. ამასთან, ჰუსიტების სპიკერმა თქვა, რომ ომის დაწყებიდან ეს უკვე მესამე განხორციელებული დარტყმაა ისრაელის წინააღმდეგ.

დღეს დილით ისრაელის სამხრეთით მდებარე საკურორტო ქალაქ ეილათის მიმართულებით რაკეტა გაუშვეს, რომელიც თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო. გარდა ამისა, ისრაელის ავიაციამ გაანადგურა დრონებიც.

აღსანიშნავია, რომ ჰუსიტები იემენში ირანის მხარდაჭერით მოქმედებენ. 2014 წლიდან ისინი იემენის დედაქალაქ სანაას და ქვეყნის ნაწილს აკონტროლებენ.


close დახურვა