logo
ENG



ივანე მაჭავარიანი: 2020 წლის ბიუჯეტში 600 მილიონამდე დანაზოგია

09 ივნ 202011:08
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ანტიკრიზისული ბიუჯეტის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ ბიუჯეტის მთლიანი გადააზრება და მისი სტრუქტურის შეცვლა მოხდა. 

მისივე თქმით, 2020 წლის ბიუჯეტში 600 მილიონამდე დანაზოგი არის გაკეთებული. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ყველა უწყებას და სახელმწიფო ორგანოს თანხები შეუმცირდა.

„ბიუჯეტის მთლიანი გადააზრება და მისი სტრუქტურის პრაქტიკულად შეცვლა ხდება. ეს არ არის ის ცვლილებები, რომელიც სტანდარტულია და წლიდან წლამდე ხორციელდება ხოლმე. პრაქტიკულად ახალი ბიუჯეტია. 

"ცვლილებები არის ძალიან დიდი, მაკრო ჩარჩო სრულად იცვლება, შესაბამისად ეს ყველაფერი აისახა ბიუჯეტში. კერძოდ, 600 მილიონამდე არის დანაზოგი არსებულ ბიუჯეტში, რომელიც 2020 წლისთვის მომზადდა. აქ შემცირება ნახევარი ნახევარზე ნაწილდება 300 მილიონი კაპიტალურში და 300 მილიონი მიმდინარე ხარჯებში, ეს მოიცავს იმ ხარჯების შემცირებას, რომლებიც ამ პანდემიასთან დაკავშირებით ბუნებრივად მცირდებოდა. 

"არ დარჩენილა უწყება, არ დარჩენილა სახელმწიფო ორგანო, სადაც დეტალურად არ არის გავლილი ეს საკითხი. ეს თანხა ბევრი პატარა თანხის შემცირებისგან შედგება. შედარებით მსხვილი კომპონენტი არის ის ნაწილი, როგორებიცაა სხვადასხვა ტიპის კულტურული ან სპორტული ღონიძიებები, რომლებიც იყო დაგეგმილი და უბრალოდ ვერ ჩატარდება. ამის გარდა დაწყებული მივლინებით, საწვავით, ადმინისტრაციული ხარჯებით შემცირდა. ეს შემცირება იმიტომ მოხდა, რომ მაქსიმალურად გამონთავისუფლებულიყო ის სივრცე, რომელიც საჭიროა აი ამ პანდემიასთან საბრძოლველად“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.  

 


close დახურვა