logo
ENG



ივანე მაჭავარიანი: კომენდანტის საათის მოხსნა შეიძლება ნებისმიერ ეტაპზე მოხდეს

24 აპრ 202017:02
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრი კომენდანტის საათის მოხსნაზე და საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენაზე აკეთებს განცხადებას. მისი განცხადებით, ანტიკრიზისულ გეგმაში ეს კონკრეტული საკითხები არცერთ ეტაპზე არ არის მიბმული, რადგან მათი განხორციელდება შეიძლება ნებისმიერ ეტაპზე განხორციელდეს.

მისივე განცხადებით, პირველ ეტაპზე ის სექტორები შეძლებენ მუშაობის აღდგენას, რომლებიც ვირუსის გავრცელების მხრივ მაღალ რისკს არ შეიცავს.

„დღეს რამდენიმე საკითხი კონკრეტულ ეტაპებზე არ იყო მიბმული. ეს არის კომენდანტის საათის მოხსნა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, გეგმიური ოპერაციები და სამედიცინო მომსახურეობა.

პირველ რიგში იხსნება ის სექტორები, რომლებიც შედარებით დაბალ რისკიანია. მერე ხდება მონიტორინგი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის, შემდეგ კი მეორე სექტორი გაიხსნება. რაღაც საკითხები შეიძლება განხორციელდეს არა მეხუთე და მეექვსე ეტაპზე, არამედ მეორე და მესამე ეტაპზე“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.


close დახურვა