logo
ENG



ივანე მაჭავარიანი:საგარეო ვალი მეტობით ავიღეთ, ვემზადებით უფრო მძიმე სცენარისთვის

09 ივნ 202011:21
3 წუთის საკითხავი
 

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი საგარეო ვალთან დაკავშირებით განცხადებას აკე​თებს და ამბობს, რომ საქართველოში 2020 წლის ივნისი-ივისის თვეში 850 მილიონზე მეტი თანხა ჩამოვა, ხოლო მეორე ნაწილი მოგვიანებით იქნება ჩამოსული. მისივე თქმით, საქართველო უფრო მძიმე სცენარისთვის ემზადება და თუ 1-ლი ნახევარი მილიარდის სრულად დახარჯვა მიმდინარე წელს საჭირო არ გახდა, 2021 წლისთვის იქნება შენახული, რათა მომავალ წელს დამატებითი ვალის არება არ გახდეს საჭირო. 

„ერთნახევარი მილიარდიდან ამ ეტაპზე 850 მილიონზე არის უკვე ხელმოწერილი. ნაწილი უკვე ჩამოსულია ნაწილი ხელმოწერილია და რატიფიცირებას გადის ამ კვირაში და უახლოებს კვირებში ჩამოვა. დანარჩენ ხელშეკრულებებზე მიმდინარეობს მუშაობა. ვვარაუდობთ, რომ ივნისი-ივლისის განმავლობაში, რაც ხელმოწერილია ის ჩამოვა.

"ეს სესხები და ამ თანხების მობილიზება მეტობით გავაკეთეთ, ანუ ვემზადებით უფრო მძიმე სცენარისთვის. თუ ეს მძიმე სცენარი არ განვითარდა ჩვენ ამ თანხას ამ წელიწადში სრულად არ დავხარჯავთ. თანხის ნაწილის დახარჯვა მოხდება 2021 წელს, რათა არ მოგვიწიოს შემდეგ უფრო დიდი ვალების აღება. ჩვენი მიზანია არამარტო ჩავეტიოთ იმ პარამეტრში რასაც ჰქვია 60%-იანი შეზღუდვა, არამედ ნელ-ნელა ამ 55-დან რომელსაც მივაღწევთ დავიწყოთ უკუსვლა“, - განაცხდა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიამა


close დახურვა