logo
ENG



ივანიშვილი, როგორც დესტაბილიზაციის ფაქტორი, გამოჩნდება ხვალ - გოცირიძე

22 ივნ 202021:43
3 წუთის საკითხავი
 

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდის ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებას ვერ გაბედავს.

მისი თქმით, დასავლელი პარტნიორები უკვე ლაპარაკობენ სანქციებზე, რისაც ივანიშვილს ეშინია. როგორც გოცირიძე სოფო ზურაბიანის „პოლიტიკის ფორმულაში“ განმარტავს, ივანიშვილისთვის მთავარი საზრუნავი არის ფული და რადგანაც ამერიკელი კონგრესმენების მხრიდან უკვე საუბარია პირადად ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციებზე, ის კანონპროექტის ჩაგდებას ვეღარ გაბედავს.

„2019 წლის ნოემბერში ივანიშვილმა დაინახა, რომ კარგავს ხელისუფლებას და წავიდა ვა-ბანკზე. წავიდა და მიიღო საშინელი შედეგი. ამ შედეგის გამოხატულებაა რესპუბლიკური პარტიის ის დოკუმენტი, სადაც რუსეთის მოკავშირედაა მოხსენიებული. კონსტიტუციის ჩავარდნა არის ქვეყანაში არასტაბილურობის შექმნის პირობა, არჩევნებისადმი ნდობის დაკარგვის. ივანიშვილი, როგორც დესტაბილიზაციის ფაქტორი, გამოჩნდება ხვალ. რურუა ჰყავდა მძევლად და ამ კარტის გათამაშება უნდოდა. ჩვენზე გადაბრალების კუთხით შეეძლო ჩაეგდო. სამი შეიძლება ავად გახდეს, მაგრამ კორონავირუსიან დეპუტატს მოიყვანს და არ ჩააგდებს. მისი ადეკვატური ქცევის ინსტინქტი არის, რა მოუვა მის ფულს - რადგან რესპუბლიკელების დოკუმენტში არის სანქციებზე საუბარი, ვერ გაბედავს. თუკი ადეკვატურობის ბოლო საზღვარზე არ არის", - ამბობს რომან გოცირიძე.


close დახურვა