logo
ENG



ივანიშვილი-ვასაძის ფარულ შეხვედრებს არასაპარლამენტო ოპოზიცია ეხმაურება

10 ნოე 201914:27
3 წუთის საკითხავი
 
oebi5nqyeag2qzm.png

ივანიშვილი-ვასაძის ფარულ შეხვედრებს არასაპარლამენტო ოპოზიციაც ეხმაურება. მათი თქმით, ეს შეხვედრა მათთვის მოულოდნელი არ ყოფილა.

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის თქმით, ივანიშვილი, ვასაძე და ჩხარტიშვილი უკვე რამდენიმე წელია მართავენ შეხვედრებს პატრიარქის გადაყენების თაობაზე.

„ივანიშვილი, ვასაძე ჩხარტიშვილი, უკვე რამდენიმე წელია ახორციელებენ კონსულტაციებს პატრიარქის გადაყენებისა და ახალი პატრიარქის არჩევის თაობაზე, რომელიც იქნება კრემლის პირდაპირი ინტერესების გამომხატველი. შესაბამისად, მე არ გამკვირვებია გუშინ გულნატკენმა რაინდმა კიდევ ერთხელ აღნიშნა ამ მოლაპარაკების თაიბაზე, სადაც, როგორც ჩანს, ზოგიერთი პუნქტები ვერ შეათანხმეს ან ივანიშვილმა გადააგდო საკუთარი პარტნიორი“,-განაცხადა შალვა ნათელაშვილმა. 

„რესპუბლიკური პარტიის“ წევრის, დავით ბერძენიშვილის თქმით, შეხვედრები, სავარაუდოდ, ვასაძის ბოლოდროინდელ საქმიანობას შეეხებოდა.

„ნამდვილად ნიშნავს იმას, რომ ინტენსიური კონტაქტი ჰქონიათ ვასაძეს და ივანიშვილის, რაც მოულოდნელი არ ყოფილა, ბუნებრივია, თავისთავად ეს არის ამის დადასტურება. მნიშვნელოვანია, რა თემაზე უნდა ჰქონოდა ქვეყნის ხელმძღვანელს ვასაძესთან კონტაქტი. ბუნებრივია იმ ტიპის საქმიანობაზე, რასაც ვასაძე ატარებს, ანუ საკმაოდ შავბნელ ანტიდემოკრატიულ ანტიევროპულ მიმართულებას“, - აცხადებს დავით ბერძენიშვილი.

 


close დახურვა