logo
ENG



ივანიშვილი გასროლილ ვაზნებს მიეძალა - საპროკურორო საბჭო ირაკლი შოთაძეს მოუსმენს

04 თებ 202008:44
3 წუთის საკითხავი
 

ყოფილ გენპროკურორს ირაკლი შოთაძეს საპროკურორო საბჭოში დღეს მოუსმენენ. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ბიძინა ივანიშვილს ირაკლი შოთაძის ბედი უკვე გადაწყვეტილი აქვს და 16 კანდიდატთან გასაუბრება მხოლოდ ფორმალობაა.

„ევროპული საქართველოს“ წევრის ოთო კახიძის თქმით, შოთაძის გენერალურ პროკურორად დანიშვნა პირადად ბიძინა ივანიშილის გადაწყვეტილებაა.

„შოთაძის დანიშვნაზე გადაწყვეტილებას არც პარლამენტი და არც საპროკურორო საბჭო იღებს, გადაწყვეტილებას ივანიშვილი იღებს. ამიტომ, მთელი ეს პროცესი ფიქცია. მნიშვნელოვანი იქნება ივანიშვილის მხრიდან პროკურატურის გამოყენება როგორც პოლიტიკურ ოპონენტებზე ანგარიშსწორების ინსტრუმენტის და  ბატონი შოთაძეც სწორედ ერთი-ერთი ასეთი ფიგურა გახლავთ. შოთაძემ ერთხელ გააკეთა გადადგომის შესახებ განცხადება და ახლა სრულიად გაუგებარია მისი უკან დაბრუნების მოტივაცია“, - განაცხადა კახიძემ.

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ნიკა მელია კი მიიჩნევს, რომ  ბიძინა ივანიშვილი ამ გადაწყვეტილებით აუცილებლაად წააგებს არჩევნებს.

„ივანიშვილი დარწმუნებული რომ იყოს, ოდიოზურ ფიგურას, შოთაძეს არ დააბრუნებდა გენერალურ პროკურორად. უბრალოდ, მას აღარ დარჩა მჭიდში პოლიტიკური ტყვიები და გასროლილ ვაზნებს მიეძალა. ასეთ ადამიანს რომ დააბრუნებს ივანიშვილი, პირველ რიგში, სწორედ ის წააგებს და არა ქართული საზოგადოება“, - განაცხადა მელიამ.

შეგახსენებთ რომ საპროკურორო საპჭომ 13 გენერალური პროკურორობის კანდიდატს უკვე მოუსმინა. დღეს  ირაკლი შოთაძესთან ერთად კითხვებს გელა ჩივაძეც უპასუხებს. ირაკლი შოთაძემ გენერალური პროკურორის პოზიცია ხორავას საქმის გამო თავად დატოვა. შოთაძის კანდიდატურა საპროკურორო საბჭოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა წარუდგინა. 



close დახურვა