logo
ENG



ივანიშვილი საპარლამენტო სიას წერს - ფორმულასთვის მაჟორიტარობის კანდიდატები გახდა ცნობილი

03 ივნ 202020:07
3 წუთის საკითხავი
clock 876

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი  2020 წლის საარჩევნო სიას თავად წერს. „ფორმულასთვის“ ცნობილი გახდა ის სამაჟორიტარო ოლქები, რომელიც „ქართულ ოცნებას“ უკვე მზად აქვს და 1 კვირაში წარადგენს. ჩვენი ინფორმაციით „ქართული ოცნების“ სახელით კახა ოქრიაშილი კენჭს აღარ იყრის და ის დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება. მისი კონკურენტი „ქართული ოცნებიდან“ გოგი მეშველიანი იქნება .  

ქუთაისში რომელიც ყველაზე დიდი ოლქია და მისი მოგება „ქართული ოცნებისთვის“ პრინციპულად მნიშვნელოვანია ბიძინა ივანიშვილი ნდობას მოქმედ  გუბერნატორ  ზვიად  შალამბერიძეს უცხადებს.  ჭიათურა, საჩხერე, ხარაგაულში კი კანდიდატი ასევე ბიძინა ივანიშვილის  ნდობით აღჭურვილ პირი, საჩხერის მოქმედი მაჟორიტარი პაატა კვიჟინაძე იქნება.  რაჭა-ლეჩხუმში კენჭს იყრის გოჩა ენუქიძე, რომელიც კახა კალაძის კადრია. ის, რომ მაჟორიტარობა სურს ადასტურებს თავად ენუქიძეც .  

ორ სამაჟორიტარო ოლქად დაყოფილ კახეთში, თელავისა და ახმეტის ოლქში  ირაკლი ქადაგიშვილს წარადგენენ,  მეორე ოლქში კი „ოცნების“ კანდიდატი  დავით სონღულაშვილს წარადგენს .  

გარდა ამისა, ბიძინა ივანიშვილი დიმიტრი ხუნდაძეს ამბოხებისთვის აჯილდოვებს და მცხეთა-მთიანეთის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად ტოვებს.

უკვე იწერება პროპორციული სიაც , რომელსაც ივანიშვილის სურვილით ახლაგზრდული ფრთა დაემატება. თბილისის  საკრებულოს დეპუტატები ტყემალაძე, ირაკლი ზარქუა და ბექა დავითულიანი პარალამენტში მოსახვედრად პარტიული სიით იბრძოლებენ.  ორივეს სიაში მოსახვედრად კახა კალაძე ლობირებს, რასაც არც  ირაკლი ზარქუა უარყოფს. 

ახალ სახეებთან ერთად პარტიულ სიაში იქნებიან მოქმედი დეპუტატები. მამუკა მდინარაძე არ უარყოფს, რომ პარტიაში კონსულტაცია აქტიურად მიმდინარეობს და ის „ოცნების“ სიაში იქნება. 

პროპორციულ სიაში 2020 წლის არჩევნებზე თავის კვოტა აღარ ექნება ირაკლი კობახიძეს, მისი არჩეული კადრები ვანო ზარდიაშვილი, დავით მათიკაშვილი და ანრი ოხანაშვილი ბიძინა ივანიშვილს აღარ მოსწონს.ეკა ბესელია, რომელიც ივანიშვილის ნდობით სარგებლობდა, დღეს ამბობს, რომ 2016 წლის სიამ არ გაამართლა, შესაბამისად ახლა თავად პარტიის თავმჯდომარეა ჩართული ახალი სიის წერაში. 

თბილისის 8-ვე ოლქის მოგება ახლა „ოცნებისთვის“ კრიტიკულად მნიშვნელოვანია. „ქართული ოცნებიდან“ წასული ანი მიროტაძე „ფორმულასთან“ ყვება, რომ სიის დაწერაში აქტიურ მონაწილეობას იღებს სუს-ის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშილი.

2020 წლის არჩევნები „ქართული ოცნებისთვის“ გადამწყვეტია. იმ შემთხევაში თუ ბიძინა ივანიშვილი პირობას მეორედ არ დაარღვევს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30 თანაფარდობით გაიმართება.


close დახურვა