logo
ENG



ივანიშვილის ახალი დავალება ამბოხებულებს

05 დეკ 201919:33
3 წუთის საკითხავი
 
h5z2xw7c16rb9hj.jpg

მმართველი პარტიის ხელმძღვანელის ბიძინა ივანიშვილის მაჟორიტარების ახალი სცენარი - „ფორმულას“ ინფორმაციით, სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასასვლელად მომზადებული ინიციატივა ისევ ქვეყნის არაფორმალურ მმართველთანაა შეთანხმებული. ივანიშვილი მის მაჟორიტარებს უკვე შეხვდა და კონკრეტული დავალებებიც მისცა. ე.წ. ფსევდო ამბოხში მთავარი როლი ისევ ხუნდაძეს და იმ დეპუტატებს ერგოთ, რომლებმაც საკონსტიტუციო ცვლილებები ერთხელ უკვე ჩააგდეს. ამჯერად სამიზნე 2024 წლის არჩევნებია. მაჟორიტარებმა საინიციატივო ჯგუფი უკვე დაარეგისტრირეს და ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ. ინიციატივა სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს და ასევე, გულისხმობს ორპალატიან პარლამენტს, რაც კონსტიტუციასთან შეუსაბამობაშია

მაჟორიტარების ინიციატივას „ოცნების“ ნაწილი საჯაროდ ამ შემთხვევაშიც გაემიჯნა. მათ შორის არის უმრავლესობის ლიდერი. მამუკა მდინარაძისა და ხუნდაძის შორის ხმაურიანი დაპირისპირება გუშინ, დახურულ კარს მიღმა მოხდა. დღეს კი განსხვავებული აზრი საჯაროდ, ბიუროს სხდომაზე დააფიქსირეს. მართველი გუნდის სხვა დეპუტატები ირწმუნებიან, რომ 2024 წელს პროპორციულ არჩევნებს საფრთხე არ დაემუქრება. ამას ამბობს ნინო წილოსანიც - დეპუტატი რომელმაც პოზიცია ერთხელ უკვე შეცვალა და საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა.

ამ ფსევდო დაპირისპირების ოპოზიციას არ სჯერა. პოლიტიკური პარტიები ფიქრობენ, რომ სცენარის რეჟისორი ისევ ივანიშვილია. რისი მიღწევა სურს მილიარდელს - ამ კითხვაზე პასუხს ახლა ყოფილი თანაგუნდელებიც ეძებენ.

ივანიშვილი მაჟორიტარებს ბოლოს, უმრავლესობის ფორმატში, 25 ნოემბერს შეხვდა. სხდომის დასრულების შემდეგ პარტიის გენერალურმა მდივანმა საზოგადოებას ამცნო, რომ ივანიშვილმა ე.წ. მეამბოხეების  გადარწმუნება შეძლო და დღის წესრიგში საკონსტიტუციო ცვლილება აღარ დადგებოდა. თუმცა „ოცნებამ" ეს პირობაც ვერ ან არ შეასრულა. ივანიშვილის მაჟორიტარები მორიგი საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის ემზადებიან.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


close დახურვა