უკრაინის პრეზიდენტი კვლავ საქართველოს ხელისუფლების თავდასხმის ობიექტია. ქართულმა ოცნებამ, რომელმაც უსინდისო უსამართლობა უწოდა ზელენსკის შეფასებებს, დღეს თითქოს ტონის შერბილებას ცდილობდა, მაგრამ შინაარსობრივად განცხადებები მკვეთრად ანტიუკრაინულია. ეს ხდება მაშინ, როცა უკრაინის პრეზიდენტმა კიშინიოვში საქართველოს კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი. ზელენსკიმ მხარდაჭერა გამოუცხადა ქვეყანას ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ივანიშვილის ხელისუფლება, რომელიც ომში მყოფი ქვეყნის ლიდერს ისედაც გამუდმებით ესხმის თავს, ამჯერად ზელენსკის იმის გამო უპირისპირდება , რომ მან საქართველო ბელარუსის გვერდით ახსენა.
ივანიშვილის გუნდი ზელენსკის წინააღმდეგ
02 ივნ 202320:13
3 წუთის საკითხავი