logo
ENG



ივანიშვილის მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისთვის საია-მ საჩივარი დაწერა

30 ოქტ 202112:46
3 წუთის საკითხავი
 
ივანიშვილის მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისთვის საია-მ საჩივარი დაწერა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, ქართული ოცნების დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა საარჩევნო კანონმდებლობა დაარღვია და შესაბამისი საჩივარი მოამზადეს.

"მთაწმინდის მე-4 საარჩევნო უბანზე, ბიძინა ივანიშვილის მიერ ხმის მიცემის დროს, იმყოფებოდნენ არაუფლებამოსილი პირები, კერძოდ, მისი დაცვის წევრები. ასეთი ფაქტი კენჭისყრის დღეს მუდმივად მეორდება ივანიშვილის მხრიდან ხმის მიცემისას, დღემდე არ აღმოფხვრილა და კვლავ გრძელდება", - აცხადებენ ორგანიზაციაში.

საია-ში აცხადებენ, რომ კენჭისყრის პროცესი თითქმის ყველა უბანზე დროულად და არსებითი დარღვევების გარეშე დაიწყო. იმავდროულად, სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში გამოვლინდა ცალკეული ფაქტები, რომლებიც შეეხებოდა წილისყრის პროცედურის, ხმის მიცემისა და აგიტაციის წესების დარღვევას.

საია-მ ამ დრომდე 6 საჩივარი მოამზადა და 4 შენიშვნა დააფიქსირა ჩანაწერთა წიგნში.


close დახურვა