logo
ENG



ივანიშვილის რაც გინდა დაუძახე პრემიერი - შაბათის ფორმულას ექსპერიმენტი

03 ივნ 202320:09
3 წუთის საკითხავი
 

ოლიგარქის რაც გინდა დაუძახემ, პოლიცია საკუთარი მეტსახელების მცველებად აქცია. ბოლო დღეებია საპატრულო პოლიცია, რომელიც შაბლონურად ემსახურება საქართველოს, აღარაფრით განსხვავდება პუტინის პოლიციისგან, რომელიც მოსკოვის ქუჩებში ცარიელი ფურცლებით ხელში ადამიანებს აკავებს. ცარიელი ფურცლების ხელში ჭერისა და პროტესტის ამ ფორმით გამოხატვის გამო, რამდენიმე დღეა ღარიბაშვილის პოლიცია მოქალაქეებს აკავებს, თუმცა ფაქტია რომ პრემიერმინისტრი საქართველოში ვერც ყველას დაიჭერს და ვერც ყველას აუკრძალავს დაუძახოს ის, რაც უნდა. ფორმულას ექსპერიმენტი, რას ფიქრობენ და რა სახელს ურჩევენ ირაკლი ღარიბაშვილს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეები. ზედსართავებიდან, რომელიც ხალხმა მას შეურჩია, ლიდერობს მოღალატე, გამყიდველი, მატყუარა.


close დახურვა